8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

VRT4QP70 13 Eyl tarihinde yayınlandı 27 görüntüleme

შპს ჯი2 რითეილი

შპს ჯი2 რითეილი

მაღაზიის სუპერვაიზერი

Tiflis Staj Satış
Oturum açın ve başvurun
₾1100–1400 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

“კარფური სითი" ამჟამად გთავაზობთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის სუპერვაიზერის პოზიციაზე თბილისში.

ლოკაცია: გლდანი/საბურთალო

ჩვენ გთავაზობთ:

•ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1100-1400 ლარი (ანაზღაურება დამოკიდებულია ნამუშევარ საათებზე) • შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს • ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შეთავაზებას • ანაზღაურებად სტაჟირებას • ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობას • დასაქმებას შეხვედრის დღესვე • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას 3-6 თვის შემდეგ და გაზრდილ ანაზღაურებას • მდიდარ კორპორაციულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში პროდუქციის სწორად განლაგების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
  • პროდუქციის ფასის, ხარისხის, ჰიგიენისა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა
  • სარეკლამო და პრომო კამპანიების სრულყოფილი შესრულება და პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი კმაყოფილებისა და ლოიალურობის გაზრდა (NPS)
  • სალარო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, გახსნისა და დახურვის ადმინისტრირება
  • სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
  • მომხმარებელთა ნაკადის შესაბამისად თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ეფექტური დაგეგმვა და დაცვის უზრუნველყოფა
  • ახალი თანამშრომლებისთვის მაღაზიის ოპერაციების შესწავლის უზრუნველყოფა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სალარო საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვოგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელპოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ “მაღაზიის სუპერვაიზერი”. ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე: 595 76 23 23 577159159

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
შპს ჯი2 რითეილი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek