მოლარე-კონსულტანტი
16 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 16 Ara tarihine kadar başvurun
სპორტული კვების, ვიტამინებისა და თავის მოვლის საშუალებების მაღაზიათა ქსელი "5LB" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №24, Axis-ის შენობა.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება.
- სამუშაო საათები: 10:00-22:00.
- ანაზღაურება: 60 ლარი თითოეულ სამუშაო ცვლაში + პირადი გაყიდვების 3%.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლების კონსულტაცია და მომსახურება;
- პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის რეალიზაცია და სალაროსთან მუშაობა;
- სავაჭრო სივრცის მოწესრიგება და მარაგების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სპორტული კვებისა და დანამატების სფეროში ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პროდუქციის შესწავლა და გადამზადება მოხდება ადგილზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ან დაგვიკავშირდით:
შემოგვიერთდი 5LB-ის გუნდში!