კონსულტანტი
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
- სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
სამუშაო გრაფიკი:
სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს:
- 2 დღე - 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
- 4 დღე - 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის სტანდარტული წესით და ვიზუალურად მიმზიდველი განლაგების უზრუნველყოფა;
- ახალი პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის ფლობა;
- მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე აქციების და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
- მაღაზიაში წესრიგისა და მოწესრიგებული სავაჭრო სივრცის უზრუნველყოფა.
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კონსულტანტი რუსთავში".
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.