ღვინის მაღაზიის კონსულტანტი
ღვინის მაღაზია-ბარი "მეღვინე • Meghvine" აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და გაყიდვებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ღვინო და მომხმარებელთან ურთიერთობა.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის ღვინისა და სხვა პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლის საჭიროებისა და გემოვნების მიხედვით ღვინის შერჩევაში დახმარება;
- ღვინისა და მაღაზიაში არსებული ასორტიმენტის პრეზენტაცია და გაყიდვა;
- მომხმარებელთა ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
- მაღაზიაში პროდუქციის მოწესრიგებისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
- სალაროსთან და გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციების შესრულება;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა და სასიამოვნო კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა და აქტიურობა;
- ღვინის სფეროს ცოდნა ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები: თვეში 16 სამუშაო დღე
- სამუშაო საათები: 14:00 - 23:00
- ფიქსირებული ანაზღაურება: 800 ლარი თვეში
- ბონუსი: ნავაჭრის 10%
- დამატებითი შემოსავალი: თიფსი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება დამატებითი გასაუბრებისთვის.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.