მიმტანი
18 Kas tarihinde yayınlandı (13 gün kaldı) 1 Ara tarihine kadar başvurun
ჩვენი სასტუმროს გუნდი ეძებს პროფესიონალ, კომუნიკაბელურ და სტუმართმოყვარე მიმტანს, რომელიც შეძლებს სტუმრებს შესთავაზოს მაღალი კლასის, ყურადღებიანი და პერსონალიზებული მომსახურება.
ძირითადი მოვალეობები
- სტუმრების პროფესიონალურად დახვედრა და მომსახურება;
- შეკვეთების მიღება, სწორად დამუშავება და დროული მიწოდება;
- მენიუს, კერძებისა და სასმელების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმრის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე ყურადღებიანი რეაგირება;
- საკვებისა და სასმელების შესაბამისი სერვირების სტანდარტების დაცვა;
- სტუმრის გამოცდილებაზე ზრუნვა მომსახურების ყველა ეტაპზე;
- მაგიდების მომზადება და მომსახურების პროცესში მათი მოწესრიგებული მდგომარეობის შენარჩუნება;
- რესტორნის მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა;
- სამზარეულოსა და ბარის გუნდთან ეფექტური კოორდინაცია;
- სტუმრების უკუკავშირის მიღება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტთან კომუნიკაცია.
აუცილებელი მოთხოვნები
- მიმტანის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია გამოცდილება სასტუმროს ან მაღალი კლასის რესტორანში;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სტუმრებთან გამართული, თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პროფესიონალური ქცევა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ
- მუშაობას ახალ, მაღალი კლასის 5 ვარსკვლავიან სასტუმროში;
- საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- პროფესიონალურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- განვითარების შესაძლებლობას.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი და იმუშაოთ მაღალი სტანდარტების მქონე გარემოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV. აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject ველში.