8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

VYCW3F8D 25 Ağu tarihinde yayınlandı 49 görüntüleme

ამბასადორი აილენდ ბათუმი

ამბასადორი აილენდ ბათუმი

გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი

Batum Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

"Ambassadori Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

მდებარეობა: ბათუმი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვების უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
  • პროფესიული განვითარება;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დადებითი დამოკიდებულება და კლიენტზე ორიენტირებული მომსახურების მაღალი სტანდარტი;
  • შესანიშნავი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პროაქტიულობა და სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • კლიენტებთან ურთიერთობის მართვისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • Microsoft Office-ისა და CRM სისტემების ცოდნა;
  • After-Sales მომსახურების, მომხმარებელთა მომსახურების, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, Account Management-ის, გაყიდვების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება;
  • უძრავი ქონების, სტუმარ-მასპინძლობის, ტურიზმის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კლიენტების საჩივრების, მომსახურების მოთხოვნებისა და გაყიდვების შემდგომი კომუნიკაციის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, უძრავი ქონების ან შესაბამის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
  • ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების შესანიშნავი ცოდნა, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი;
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებულ კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაციის წარმოება, მათი მიმდინარე საჭიროებების განსაზღვრა და გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • კლიენტისთვის გაყიდვის შემდგომ ეტაპზე ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება და გაყიდვების პროცესიდან After-Sales მომსახურების ეტაპზე შეუფერხებელი გადასვლის უზრუნველყოფა;
  • კლიენტების მოთხოვნების, შეკითხვებისა და გაყიდვის შემდგომი საკითხების მიღება, კოორდინაცია და მონიტორინგი მათი დროული განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
  • გაყიდვების, პროექტების მართვის, სამშენებლო, ტექნიკურ, იურიდიულ, ფინანსურ და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა კლიენტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და საკითხების დროულად გადასაჭრელად;
  • კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია მიმდინარე მოთხოვნების, დოკუმენტაციის, პროცედურებისა და სხვა საკითხების შესახებ;
  • კლიენტების კმაყოფილების მონიტორინგი, პოტენციური პრობლემებისა და მომსახურების ხარვეზების პროაქტიული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება;
  • კლიენტების შესახებ ინფორმაციის, კომუნიკაციის ისტორიის, მოთხოვნებისა და შემდგომი კომუნიკაციის პროცესის ზუსტი და განახლებული აღრიცხვა CRM სისტემაში;
  • კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის გაზიარება, After-Sales პროცესებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • კლიენტების მხარდაჭერა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ცვლილებების, განახლებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის საკითხებში, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით;
  • კლიენტის საჭიროებებისა და გარემოებების გათვალისწინებით დამატებითი სერვისების, განახლებებისა და პროდუქტების შეთავაზების შესაბამისი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • კლიენტებისთვის პროცედურების, ვადების, საჭირო დოკუმენტაციისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • კომპანიის შიდა რეგულაციების, პოლიტიკებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვა და კომპანიის, თანამშრომლების, კლიენტებისა და პარტნიორების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე.

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ამბასადორი აილენდ ბათუმი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek