ემერჯენსის განყოფილების ექიმი
ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას ემერჯენსის განყოფილების ექიმის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გადაუდებელი მდგომარეობების მქონე პაციენტების შეფასება და მართვა;
- პაციენტის მდგომარეობის სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა;
- გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა მოქმედი პროტოკოლების შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართების ორგანიზება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება;
- მულტიდისციპლინურ გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
- გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ საკონტაქტო ელ-ფოსტაზე და subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.