HR მენეჯერი
19 Kas tarihinde yayınlandı (11 gün kaldı) 30 Kas tarihine kadar başvurun
ვაცხადებთ ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "ELTEG"-ისთვის.
კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "ელტეგი" მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება - მონტაჟს და ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან არის Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://elteg.ge/
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი და მოტივაცია შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. წამებულის N44 სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00 სთ -18:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი), საწყის ეტაპზე შესაძლებელია არასრული სამუშაო განაკვეთის განხილვა ანაზღაურება: 3000-3500 ლ. (Net) სრული განაკვეთის შემთხვევაში
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიაში HR პროცესების მართვა და განვითარება;
- თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის და ონბორდინგ-ოფბორდინგ პროცესის დანერგვა და მართვა;
- HR ადმინისტრიტების პროცესების კოორდინირება;
- სამუშაო აღწერილობების ან/და თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა/განახლება;
- თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, შესაბამისი სისტემების შემუშავება და დანერგვა;
- შიდა საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესება;
- ორგანიზაციულ კულტურაზე/გარემოზე მუდმივი ზრუნვა.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ ან/და ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM"-ის (http://www.stream.com.ge) რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.