8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

W5TP477V 3 Eyl tarihinde yayınlandı 73 görüntüleme

İşveren

İşveren

იურისტი

İşveren Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Hukuk
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 4 Eki tarihine kadar başvurun

კერძო კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის.

ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს, ჩაერთვება ბიზნეს-სამართლის ყოველდღიურ პროცესებში და მიიღებს რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • გრაფიკი: კვირაში 2 დღე, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე (დღეები შეთანხმებით, სტუდენტზე მორგებული).
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქუჩა.
  • სამუშაო გარემო: მეგობრული, მხარდამჭერი და პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობით.

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების (ნასყიდობა, მომსახურება, იჯარა და ა.შ.) მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და კორექტირება.
  • პარტნიორ და კონტრაგენტ კომპანიებთან მიმდინარე იურიდიული საკითხების მოგვარება და კომუნიკაცია.
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება.
  • კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (განიხილებიან სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი IV კურსის სტუდენტები ან მაგისტრანტები).
  • სამოქალაქო და კორპორაციული სამართლის საფუძვლების კარგი ცოდნა.
  • გამართული ქართული სალიტერატურო ენით წერისა და მეტყველების უნარი.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა.

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ანალიტიკური აზროვნება და ახალი მასალის სწრაფად ათვისების უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
İşveren
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek