8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

W8PJNK87 17 Eyl tarihinde yayınlandı 35 görüntüleme

გასტრონომი

გასტრონომი

ღამის ცვლის კონსულტანტი

Tiflis Staj Satış
Oturum açın ve başvurun
₾1300 / ay 2 Eki tarihine kadar başvurun

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან

"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ღამის ცვლის კონსულტანტის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ანაზღაურება: 1300 ლარი
  • ბონუსები: ყოველთვიური ბონუსების სისტემა.
  • სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 საათი (4 საათი შესვენების დრო) (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით).
  • სტაჟირება: 1 კვირა (სრულად ანაზღაურებადი).
  • ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორაციული პაკეტი.
  • ფასდაკლება: 20%-იანი ფასდაკლება "გასტრონომის" სრულ ასორტიმენტზე.
  • კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით.
  • აღიარება: თვიური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
  • ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (Wolt)
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი, ეფექტური მომსახურების გაწევა
  • გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებსა და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HoReCa სფეროში
  • სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
  • გამართული მეტყველება

ფილიალების ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის ქუჩა 49დ, ვაკე

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე.

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გასტრონომი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek