İş ortağı

Gürcistan genelinde ücretsiz ilanlar.

classified.ge'yi aç
← Tüm iş ilanları

WDZTAFXS 12 Kas tarihinde yayınlandı 15 görüntüleme

ბიზნესის საფუძვლების მასწავლებელი

UG სკოლა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Eğitim Öğretmen
Görüşülür 1 Ara tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun
Resmi sözleşme · ilanda

იუჯი სკოლაში ცხადდება ვაკანსია ბიზნესის საფუძვლების მასწავლებლის პოზიციაზე.

იუჯი სკოლა არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე Cambridge Pathway პროგრამაზე. სკოლა საქართველოს უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

სამუშაო გრაფიკი: A-Level, მე-11 მე-12 კლასი; საათების რაოდენობა: კვირაში 8-16 საათი;

ფუნქცია - მოვალეობები

  • მოსწავლეების მომზადება სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში ჩაუტაროს მოსწავლეს დამატებითი მეცადინეობებიი - კონსულტაციები.
  • როგორც სკოლის ადმინისტრაციას, ასევე მშობლებს მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული მოსწავლის შესახებ და უზრუნველყოს მოსწავლეთა ბაზაში შეფასებების ასახვა;
  • უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
  • იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე;
  • მონაწილეობა მიიჭოს დაგეგმილ აქტივობებში;
  • დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდის და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან;
  • დაესწროს კათედრის და პედაგოგიური საბჭოს სხდომებს, მშობელთა კრებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამისი უმაღლესი განათლება;
  • პედაგოგიური გამოცდილება;
  • შეეძლოს გაკვეთილების დაგეგმვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საერთაშორისო სერტიფიკატების ფლობა ან საერთაშორისო პროგრამის სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა (კანდიდატს უნდა შეეძლოს გაკვეთილების ინგლისურ ენაზე ჩატარება).

უნარები

  • თავაზიანი;
  • ენერგიული;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • შრომისმოყვარე;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: (დასაქმების შემთხვევაში)

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/ CV;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ფოტოსურათი ¾-ზე;
  • კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერთიფიკატი;
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
  • ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ;
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ;
  • ჯანმრთელობის ცნობა;
  • 2 რეკომენდატორი პირის საკონტაქტო;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა https://ugschool.edu.ge/public/ge/vacanciesnfull/1

იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშავოს წარდგენილი ინფორმაცია. იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური,საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz