← Tüm iş ilanları

WGDB9A5Z 20 Kas tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

ავტოკარის მძღოლი

₾2000 / ay Oturum açın ve başvurun

olağana göre +28% · olağan 1,565 ₾ · 86 ilan

20 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 20 Ara tarihine kadar başvurun

"კომპანია არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ. კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს სასაწყობე მეურნეობაში, ავტოკარის მძღოლის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ტერიტორიაზე პროდუქციის, ნედლეულის, შესაფუთი მასალებისა და სხვა ტვირთების უსაფრთხო, უწყვეტ, ოპერატიულ და ზუსტ გადაადგილებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ. სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 ან 07:00-16:00, კვირაში 1 დღე დასვენება ხელფასი: 2000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები

  • ტრაილერებიდან პროდუქციის, ნედლეულის, შესაფუთი მასალისა და სხვა ტვირთების უსაფრთხო ჩამოტვირთვა და დადგენილი სქემის, თანმიმდევრობისა და მოცულობის მიხედვით დატვირთვა;
  • პროდუქციის სტელაჟებზე, მათ შორის მაცივრებში, სწორად განთავსება დადგენილი მისამართებისა და ლოკაციების მიხედვით;
  • ტვირთის შიდა გადაადგილება წარმოების, საწყობის, ჩატვირთვისა და მიღების ზონებს შორის;
  • მუშაობის დაწყებამდე ავტოკარის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
  • ავტოკარის გაუმართაობის, დაზიანებისა და რისკის შესახებ ხელმძღვანელის ან ტექნიკური სამსახურის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
  • ტვირთისა და პალეტების მდგომარეობის შემოწმება დატვირთვა-ჩამოტვირთვამდე;
  • მაცივრებში მუშაობისთვის განსაზღვრული წესებისა და ტემპერატურული რეჟიმის მოთხოვნების დაცვა;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, ავტოკარის სწორად გაჩერება, გათიშვა და დადგენილ ადგილზე განთავსება სამუშაოს დასრულების შემდეგ;
  • საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის, გადათვლისა და ფიზიკური მარაგების გადაადგილების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საშუალო განათლება;
  • ავტოკარის მართვის პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი);
  • სასურველია შესაბამისი სერტიფიკატი ავტოკარის მართვაზე;
  • ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვისა და დასაწყობების წესების ცოდნა;
  • სტელაჟებზე ტვირთის განთავსების პრინციპების ცოდნა;
  • ტრაილერების დატვირთვის ცოდნა კონფიგურაციების შესაბამისად;
  • სასურველია მაცივრებში/საწყობში/წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.

უნარები

  • სივრცული აღქმა და სიზუსტე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კონცენტრაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელფოსტაზე და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: ავტოკარის მძღოლი ან დაგვიკავშირდით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "არომაპროდუქტის" მიერ (ს/ნ: 200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდექსი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz