Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

WKYQFVF0 7 Kas tarihinde yayınlandı 0 görüntüleme

დასავლეთ საქართველოს დისტრიბუციის ხელმძღვანელი

₾7000 / ay 8 Ara tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun

წამყვანი სადისტრიბუციო/წარმოების კომპანია აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს დისტრიბუციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

  • სამუშაო ადგილი: სამტრედია
  • დაფარვის რეგიონი: სამეგრელო, ქუთაისი და მთლიანად დასავლეთ საქართველო
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: 7000 GEL (NET)

ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

სადისტრიბუციო ქსელისა და ლოგისტიკის მართვა

  • დასავლეთ საქართველოს რეგიონში (სამეგრელო, ქუთაისი და მიმდებარე ტერიტორიები) სადისტრიბუციო პროცესების სრული ციკლის კოორდინაცია, ოპტიმიზაცია და ეფექტიანი მართვა;
  • სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის უწყვეტი, დროული და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით;
  • ლოგისტიკური მარშრუტების დაგეგმვა, ტრანსპორტირების ხარჯების ანალიზი და ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდა.

საწყობისა და მარაგების კონტროლი

  • საწყობის მარაგების აღრიცხვის, პროდუქციის მიღება-გაცემისა და დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების ზედამხედველობა;
  • საწყობის ფართობის ეფექტიანი ათვისება და პროდუქციის უსაფრთხო შენახვის სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციების ორგანიზება, კონტროლი და ცდომილებების მინიმუმამდე დაყვანა;
  • გაუქმებული შეკვეთების, პროდუქციის/ინვენტარის დაბრუნებისა და ჩამოწერის პროცესების მონიტორინგი.

ავტოპარკისა და ოპერაციების მართვა

  • კომპანიის ავტოპარკის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სადისტრიბუციო პროცესში წარმოქმნილ ოპერატიულ ხარვეზებსა და ფორსმაჟორულ სიტუაციებზე სწრაფი, ეფექტიანი რეაგირება.

გუნდის ლიდერობა და განვითარება

  • დაქვემდებარებული პერსონალის (მძღოლები, დისტრიბუტორები, საწყობის თანამშრომლები) სამუშაო პროცესების წარმართვა, მოტივირება და დასწრების მონიტორინგი;
  • გუნდის წევრების შეფასება, ტრენინგი და პროდუქტიულობის ამაღლებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სადისტრიბუციო/სალოჯისტიკო ქსელების მართვის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება;
  • ძლიერი ანალიტიკური, დაგეგმვისა და ლიდერული უნარები;
  • საოპერაციო პროგრამებთან (1C) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

რას გთავაზობთ

  • მაღალ კონკურენტულ ანაზღაურებას: 7000 GEL (NET);
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "დასავლეთ საქართველოს დისტრიბუციის ხელმძღვანელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა:

თქვენი CV შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნეს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ კომპანიამ შესაძლოა განიხილოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები სხვა მიმდინარე ან მომავალი ვაკანსიების შევსების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, გთხოვთ შეგვატყობინოთ წერილობით ელფოსტაზე, თქვენი სრული სახელისა და გვარის მითითებით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz