8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

WN76TYR6 11 Eyl tarihinde yayınlandı 47 görüntüleme

JSL Logistics

JSL Logistics

საბაჟო ბროკერი

JSL Logistics Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 12 Eki tarihine kadar başvurun

შპს "JSL Group" -ში შემავალი "JSL Logistics" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო ბროკერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 09:30 წთ დან 18:00 საათამდე, მორიგეობით ყოველი მეოთე კვირა 12:00 საათიდან 20:00 საათამდე (სამუშაო დროის დაზუსტება მოხდება წინასწარ შეთანხმებით წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით)

სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებით ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან)

დასაქმებულს ვთავაზობთ:

  • სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
  • სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას

ვაკანტური ადგილი: 1

ძირითადი მოვალეობები:

  • სატრანსპორტო და თანმხლები დოკუმენტაციის მიღება, გაცნობა და დაკომპლექტება შემდგომი დამუშავების მიზნით;
  • საბაჟოზე წარსადგენი დოკუმენტაციის შემოწმება და შესაბამისობის დადგენა არსებულ კანონმდებლობასთან მიმართებაში;
  • ტერმინალში ჩამოსული ტვირთის შემთხვევაში სატვირთო ოპერატორისგან დოკუმენტაციის მიღება შემდგომი საბაჟო პროცედურების წარმოების მიზნით;
  • საავიაციო ან საავტომობილო ტრანზიტის მომსახურების შემთხვევაში დოკუმენტაციის გამოთხოვა ლოჯისტიკის სუპერვაიზერისგან, სატვირთო ოპერატორისგან ან დამკვეთისგან და დოკუმენტაციის დამუშავება ტრანზიტთან დაკავშირებული პროცედურების სრულყოფილი და დროული წარმართვის მიზნით;
  • დასრულებული დოკუმენტაციის გადაცემა შესაბამისი პერსონალისთვის ან დამკვეთისთვის მომსახურების პროცესის დასასრულებლად;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარები;
  • დისციპლინირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "JSL Group"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "JSL Group" -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " JSL Group"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
JSL Logistics
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek