8,895 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

WPWNVBTN 28 Ağu tarihinde yayınlandı 61 görüntüleme

მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ

მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ

ფლებოტომისტი

Zugdidi Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
₾800 / ay 25 Eyl tarihine kadar başvurun

“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია “ აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდის ფილიალში ფლებოტომისტის პოზიციაზე.

სამუშაოს მდებარეობა: ზუგდიდი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ.N132 სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (09:00 -17:00 სთ); შაბათი (09:00-14:00 სთ). ანაზღაურება: 800 ლარი.

სამუშაოს აღწერა: - საექთნო მომსახურების გაწევა ბინაზე გამოძახებით ან/და ლაბორატორიაში; - ნიმუშების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება, სტანდარტული პროცედურების დაცვით; - კონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულებებიდან დღის განმავლობაში უსაფრთხოდ ტრანსპორტირება, სტანდარტული პროცედურების დაცვით; - კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის მიერ დანერგილი პროტოკოლების და გაიდლაინების შესრულება.

მოთხოვნები: - კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი; - მინიმუმ 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც მოზრდილთა ისე პედიატრიულ ასაკში. - B კატეგორიის მართვის მოწმობა;

პიროვნული მახასიათებლები: - შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კომუნიკაბელურობა; - გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ: - თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს; - კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში. - ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც). - FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შებამისი გვერდები: https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ.ფოსტაზე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek