8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

WSZEQXZ8 31 Ağu tarihinde yayınlandı 45 görüntüleme

Free Style Group

Free Style Group

მოლარე-კონსულტანტი

Free Style Group Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1000 / ay 1 Eki tarihine kadar başvurun

"Free Style Group" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ახალი საერთაშორისო ტანსაცმლის ბრენდისთვის, რომელიც საქართველოში შემოდის. თუ გიყვართ მოდა, მომხმარებელთან ურთიერთობა და გსურთ გახდეთ საინტერესო საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

ლოკაცია: ქ. თბილისი და ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების შეთავაზება;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და დასახული მიზნების შესრულება;
  • მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
  • სალაროსთან მუშაობა და გადახდის პროცესის სწორად წარმართვა;
  • პროდუქციის სწორად განთავსება და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის რაოდენობისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  • საქონლის გადაფასებისა და სეზონური ფასდაკლებების პროცესში მონაწილეობა;
  • პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სექციის მოწესრიგება და მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია შესაბამის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ენერგიულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
  • აუცილებელია ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია უმაღლესი განათლება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით;
  • დასვენება: კვირაში 2 დღე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;

თუ გსურთ გახდეთ Free Style Group-ის წარმატებული გუნდის წევრი და იმუშაოთ თანამედროვე, დინამიკურ გარემოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"მოლარე-კონსულტანტი".

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Free Style Group
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek