ფარმაცევტი
აფთიაქი "ლურჯი ჯვარი" ეძებს ფარმაცევტს.
ადგილმდებარეობა: დიღომი, შერმადინის N21
გრაფიკი:
- სრული განაკვეთი:კვირაში 5 დღე, ცვლებში:
- 09:00-17:00
- 15:00-23:00
- ნახევარი განაკვეთი ცვლებში:
- 09:00-15:00
- 17:00-23:00
ანაზღაურება:
- სრულ განაკვეთზე — ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი
- ნახევარ განაკვეთზე — ფიქსირებული 750 ლარი + ბონუსი
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც:
- ფლობს უმაღლეს ან არასრულ სამედიცინო/ფარმაცევტულ განათლებას;
- აქვს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
- ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს;
- არის გულისხმიერი და ყურადღებიანი;
- აქვს მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა, მომსახურება და შესაბამისი სააფთიაქო ასორტიმენტის შეთავაზება/კონსულტირება;
- დღის განმავლობაში რეალიზაციით მიღებული თანხის აღრიცხვა;
- აფთიაქში არსებული პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციისა და სავაჭრო სივრცის მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესაბამისად განლაგება და კონტროლი.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვირეკეთ ნომერზე ან მოგვწერეთ ელფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.