სამედიცინო წარმომადგენელი/ხელმძღვანელი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის/ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურება: შეთანხმებული ფიქსირებული ანაზღაურება
ძირითადი მოვალეობები:
- აუცილებელია საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის შესაძლებლობა.
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან და შესაბამისი ანგარიშების მომზადება
- სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან
- ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება (სემინარები, კონფერენციები)
- კომპანიის მედიკამენტების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობების შესრულება
- გაყიდვების პროცესის მართვა ობიექტებში.
- გუნდის მართვა - სამედიცინო წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი პროფესიული მომზადების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო და ფარმაცევტული მიმართულებით)
- მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
- ენები: ქართული (სასურველია რუსული/ინგლისური)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.
უნარები:
- შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა
- კომუნიკაბელურობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი
- შედეგზე ორიენტირებულობა
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნოთ ელფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.