ფარმაცევტი
სამედიცინო ცენტრი "აილაინი" იწვევს ენერგიულ და პროფესიონალ კადრს ფარმაცევტის პოზიციაზე ქუთაისში.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების კონსულტაცია და მედიკამენტების შერჩევაში დახმარება რეცეპტის მიხედვით;
- აფთიაქში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი და რეალიზაცია;
- სამკურნალო საშუალებების მიღება, დახარისხება და შენახვის პირობების დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში, შეკვეთების ფორმირება მომწოდებლებთან;
- სააფთიაქო პროგრამაში მუშაობა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფარმაციის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 1 წელი);
- სააფთიაქო პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა და პაციენტებთან თავაზიანი მომსახურების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას
- პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას
- თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას
- პროფესიულ განვითარებას
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე. საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ჩვენ გეძებთ შენ!
ქ. ქუთაისი ი. აბაშიძის 32ა
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.