Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

X1QRX3GJ 12 Kas tarihinde yayınlandı 4 görüntüleme

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი

Görüşülür 20 Kas tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun

"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის (IT) პოზიციაზე.

"ბაქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით. "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში. 2023 წლიდან ფუნქციონირებს ბაქსვუდის სკოლის ახალი კამპუსი გელოვანზე.

კონკურსის წესები და ეტაპები

  • პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას;
  • მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება საფეხურის ხელმძღვანელთან;
  • მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და Hr/განვითარების მენეჯერთან
  • კონკურსის მიმდინარეობისას, სკოლა პროაქტიულად დაუკავშირდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატს.
  • კონკურსის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ აპლიკანტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია შედეგების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამუშაო გამოცდილება: IT მხარდაჭერის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-2 წლის გამოცდილება (საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად).

საჭირო კომპეტენციები

  • ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ენის ტექნიკურ დონეზე ცოდნა (დოკუმენტაციასთან და პროგრამებთან მუშაობისთვის);
  • კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერები, პროექტორები, სმარტ-დაფები) და ოპერაციული სისტემების (Windows, macOS) სიღრმისეული ცოდნა, ინსტალაცია და გამართვა;
  • ლოკალური ქსელების (LAN, Wi-Fi), სატელეფონო და ვიდეომონიტორინგის სისტემების საბაზისო ადმინისტრირება და ხარვეზების აღმოფხვრა (Troubleshooting);
  • სკოლის პერსონალისა და მოსწავლეებისთვის ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, შემოსული მოთხოვნების (IT Tickets) ოპერატიულად დამუშავება;
  • სასწავლო პროცესში გამოყენებული ელექტრონული პლატფორმების (Zoom, Google Workspace) გამართული მუშაობისა და მომხმარებელთა დაშვებების მართვა;
  • ტექნიკური ბაზის პერიოდული მონიტორინგი, პროფილაქტიკა, მარაგების აღრიცხვა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.

პიროვნული თვისებები

  • პრობლემების სწრაფი ანალიზისა და ეფექტიანად გადაჭრის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და სტრესულ სიტუაციებში მობილიზებულად მუშაობის ნიჭი;
  • თავაზიანი კომუნიკაცია, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ტექნიკური საკითხების მარტივ ენაზე ახსნის უნარი;
  • გუნდურობა, ორგანიზებულობა და მჭიდრო თანამშრომლობა ტექნიკურ დირექტორთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი); ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას; კვებას

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, მაგალითად - IT.

ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz