გაყიდვების კონსულტანტი
საათების მაღაზიათა ქსელი "GMT" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი, სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი".
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა
- პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება
- პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
- ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
- რუსული და ინგლისური ენა სასაუბრო
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიკურ და საპასუხისმგებლო სამსახურს
- ფიქსირებულ სახელფასო პროგრამას
- საბონუსე სისტემას
- სამუშაო გრაფიკი: სრული, ყოველ მეორე დღეს 10:00-22:00
- ჯანმრთელობის დაზღვევას
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე. აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები არ განიხილება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.