B2B გაყიდვების მენეჯერი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.
"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
კომპანიის პროდუქციის (სათამაშო მოედნები, ატრაქციონები და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება) გაყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება, გაყიდვების მიზნების მიღწევა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება, განხორციელება წარმოების მიზნების შესაბამისად
- ბაზრისა და შესაძლო კონკურენტების მუდმივი კვლევა, ახალი ტენდენციების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება
- გაყიდვების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური პროგნოზების მომზადება და ანალიზი
B2B გაყიდვები:
- კერძო სექტორი (B2B): მოლაპარაკებების წარმოება დეველოპერულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, დასასვენებელ ცენტრებთან, კერძო ბაღებთან/სკოლებთან და სხვა ბიზნეს კლიენტებთან.
- საჯარო სექტორი (B2B): სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო პროცესებში აქტიური მონაწილეობა (მუნიციპალიტეტები, სკოლები, საჯარო ბაღები და ა.შ.).
- მსხვილ კორპორატიულ და სტრატეგიულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.
- სასურველია გამოცდილება საჯარო შესყიდვების (ტენდერების) პროცესებში მონაწილეობის კუთხით.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ლიდერობის უნარი
- თავდაჯერებულობა
- ორგანიზებულობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.