8,948 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

XB2DMK38 21 Eyl tarihinde yayınlandı 34 görüntüleme

კაფე-რესტორანი სტრადა

კაფე-რესტორანი სტრადა

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 22 Eki tarihine kadar başvurun

რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

"სტრადას" მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/

მოთხოვნა: ამ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ენერგიული;
  • კომუნიკაბელური;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
  • კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
  • კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
  • არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "მზარეულის დამხმარე".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "აგავას" მიერ, უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ხორციელდება მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მხოლოდ კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება 1 წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. კომპანია გმობს და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კაფე-რესტორანი სტრადა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek