შეფ დეპარტი
ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town, თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმროში წარმოდგენილია ბრენდული რესტორანი Brasserie 1900, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.
Brasserie 1900 გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები.
ამჟამად ვეძებთ პასუხისმგებლიან და პროფესიონალ შეფ დეპარტს (Chef de Partie-ს), რომელიც გაითვალისწინებს ხარისხს და დაეხმარება გუნდს საუკეთესო კერძების მომზადებაში.
ანაზღაურება -1600 დან 1800 ლარამდე
ძირითადი მოვალეობები: - კონკრეტული სამზარეულოს სექციის მართვა და კონტროლი - მაღალი ხარისხის კერძების მომზადება და სტანდარტების დაცვა - ინვენტარის მართვა და სამუშაო პროცესების ორგანიზება - გუნდის წევრებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა - სამზარეულოს სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ: - კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს - პროფესიულ ზრდის და განვითარების შესაძლებლობას - მუშაობას ბრენდულ და სტაბილურ გარემოში
დამატებითი ინფორმაცია: გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.