გამყიდველ-კონსულტანტი
AgroEzo არის ახალი აგრო და ბაღის პროდუქციის მაღაზია საგურამოში. ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გამყიდველ-კონსულტანტს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
- მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის გაყიდვა და სალაროსთან მუშაობა;
- პროდუქციის მიღება, განლაგება და ფასების კონტროლი;
- მაღაზიაში წესრიგის დაცვა;
- მარაგების კონტროლში მონაწილეობა;
- აგრო პროდუქციის — სასუქების, მცენარეთა დაცვის საშუალებების, ბაღის ინვენტარისა და აქსესუარების — ეტაპობრივად შესწავლა.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელთან კარგი კომუნიკაციის უნარი;
- გაყიდვების ან მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- Apex პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- აგრო სფეროში გამოცდილება ან სასუქების/მცენარეთა დაცვის საშუალებების ცოდნა დიდი უპირატესობაა, თუმცა აუცილებელი მოთხოვნა არ არის;
- სწავლის სურვილი და მოტივაცია.
რას ვთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო ადგილს საგურამოში;
- მეგობრულ და მშვიდ სამუშაო გარემოს;
- პროდუქციისა და აგრო მიმართულების ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას;
- ფიქსირებულ ხელფასს + გაყიდვებზე დამოკიდებულ ბონუსს;
- გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ CV ან დაგვიკავშირდნენ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე: 599 63 03 03
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.