ბარისტა-კონსულტანტი
"Qooqy Bakery" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე!
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ხარისხიანი მომსახურება და გსურს გახდე მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
"Qooqy Bakery" ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულ სტუმარს უგემრიელესი პროდუქტი და სასიამოვნო გამოცდილება შესთავაზოს. სწორედ ამიტომ, ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და მოტივირებულ ბარისტა-კონსულტანტს.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის პროფესიონალური და მეგობრული მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- ყავის, ფრეშებისა და სხვა სასმელების მომზადება;
- სალაროსთან მუშაობა;
- პროდუქციის დახლებზე განლაგება და ნაშთების მონიტორინგი;
- მიმდინარე აქციებისა და შეთავაზებების გაცნობა მომხმარებლებისთვის;
- Wolt-ის შეკვეთების მომზადება;
- ყოველდღიური საოპერაციო და დამხმარე სამუშაოების შესრულება.
სამუშაო პირობები:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი (კვირაში 40 საათი)
- ანაზღაურება: 1000 ₾ + ბონუსი;
- სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №7.
რას გთავაზობთ?
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სასიამოვნო გუნდთან მუშაობას და ყოველდღიურად პოზიტიურ ატმოსფეროს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.