ფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორი
"QARTA" (შპს "Flying Elephant") აცხადებს ვაკანსიას ფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორის პოზიციაზე.
http://qarta.ge/
მდებარეობა: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ.37 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
"QARTA" არის პრემიუმ ფოტოწიგნებისა და ფოტობეჭდვის სტუდია. ყველა წიგნი მზადდება ჩვენს საკუთარ საწარმოო სივრცეში, ევროპული მასალებითა და პროფესიონალური ევროპული დანადგარებით.
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფოტოწიგნის ფიზიკურ დამზადებაზე - დაბეჭდილი ფურცლიდან მზა პროდუქტამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- გვერდების დაბეჭდვა
- ბლოკის აკინძვა perfect binding ტექნოლოგიით
- მყარი ყდის დამზადება
- ყდის მასალების ლამინაცია
- ფურცლების ჭრა გილიოტინაზე
- მზა პროდუქტის ხარისხის კონტროლი
- პროდუქტის შეფუთვა და გასაგზავნად მომზადება.
- სამუშაო ადგილის მოწესრიგება და მასალების აღრიცხვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება პოლიგრაფიაში, აკინძვაში ან მაღალი ხარისხის ხელობაში (ავეჯი, ტყავი, სამკერვალო, საათები, ნებისმიერი ზუსტი ხელობა) ჩაითვლება უპირატესობად ** განვიხილავთ გამოცდილების გარეშე კანდიდატებსაც. სრულ ტრენინგს ადგილზე ვუზრუნველვყოფთ ხელის სიზუსტე და დეტალებზე ორიენტაცია ** პასუხისმგებლობა და სტაბილურობა, ვეძებთ ადამიანს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის
პიროვნული თვისებები:
- პერფექციონიზმი, მაღალი პასუხისმგებლობა, სტაბილურობა
- ორგანიზებულობა და პროცესის თანმიმდევრობის დაცვა
- სწავლის სურვილი
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში შეადგენს 900-1200 ლარს (დამოკიდებულია გამოცდილებაზე). მისი დასრულების შემდეგ 1500 ლარს, კვალიფიკაციის შესაბამისად ზრდის შესაძლებლობით. ასევე, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ დაემატება ბონუსი.
- სრული ტრენინგი დანადგარებზე, უნიკალური პროფესიის დაუფლება რეგიონში.
- მცირე, მეგობრული გუნდი ბიუროკრატიის გარეშე.
- მზარდი კომპანია ევროპის საერთაშორისო გასვლის გეგმით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე, სათაურში მიუთითეთ "აკინძვის ოპერატორი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.