პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერი
19 Kas tarihinde yayınlandı (26 gün kaldı) 15 Ara tarihine kadar başvurun
ემერჯენსი სერვისი ეძებს კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- სამედიცინო პროვაიდერებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება;
- პარტნიორ კლინიკებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
- ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
- თანამშრომლობის პირობებისა და ხელშეკრულებების შეთანხმება;
- არსებული პარტნიორული ურთიერთობების მართვა;
- პროვაიდერებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია და დროული გადაწყვეტა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სამედიცინო სფეროში ან პროვაიდერებთან ურთიერთობის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- სასურველია სამედიცინო განათლება
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV 2026 წლის 15 დეკემბრამდე.