მზარეული
ახალი კაფე-ბარი „მეტეხის კუთხე“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ მზარეულს. ობიექტს ექნება მოკლე და წინასწარ განსაზღვრული მენიუ.
სამუშაო პირობები: - სამუშაო საათები: 10:00-დან 22:00 საათამდე; - სამუშაო გრაფიკი: საშუალოდ 15 სამუშაო დღე თვეში; - ანაზღაურება: 2,000 ლარი ხელზე თვეში; - მუშაობს ორი მზარეული ცვლებში; - მზარეულებს წინასწარი შეთანხმებით შეეძლებათ ერთმანეთში ცვლების გაცვლა.
ძირითადი მოვალეობები: - კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტების მიხედვით; - კერძების ხარისხისა და გემოს სტაბილურად შენარჩუნება; - პროდუქტების სწორად შენახვა და გამოყენება; - სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა; - შეკვეთების დროულად მომზადება; - სამუშაო სივრცისა და ინვენტარის მოწესრიგება.
მოთხოვნები: - მზარეულად მუშაობის გამოცდილება; - პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა; - სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა; - სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი; - გუნდთან თანამშრომლობის უნარი.
სამუშაო ადგილი: მეტეხის აღმართი №14
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ ან დაგვიკავშირდით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.