მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი
"TalentOs" ეძებს Customer Support Operator-ს, ქართული ინგლისური ან/და გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნით, საერთაშორისო მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის.
რას გააკეთებ?
- შემომავალი ზარების, შეტყობინებების და მეილების მართვას
- მომხმარებლებისთვის ეფექტური კონსულტაციის გაწევასა და პრობლემების მოგვარებას
- მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ზუსტად აღრიცხვას
რა გჭირდება წარმატებისთვის?
- ინგლისური ან გერმანული ენის თავისუფლად ფლობა (B2/C1 დონე) — გამართული მეტყველება და წერა
- გამართული ქართული მეტყველება
- ეფექტური კომუნიკაციისა და სტრესულ სიტუაციაში ორიენტაციის უნარი
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
რას გთავაზობთ?
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს (სტუდენტებისთვის მორგებულ ცვლებს / Shift-ებს)
- დისტანციურად (Home Office) ან ოფისიდან მუშაობის შესაძლებლობას
- კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუსებს
- პროფესიული ზრდისა და ტრენინგების შესაძლებლობას
მნიშვნელოვანი დეტალი განაცხადის შევსებისას:
ვინაიდან პოზიცია უცხოურ ენაზე აქტიურ კომუნიკაციას მოითხოვს, განაცხადის განხილვისთვის აუცილებელია 1-წუთიანი Video CV-ს ჩაწერა შესაბამის ენაზე (ქართულად, ინგლისურად ან გერმანულად).
ჩაწერე მოკლე ვიდეო, ლინკზე: https://jobly.ge/lead/755588c7-c3c0-4a88-8093-a44d10c3d53f/727d1c92-f32b-4aef-a75d-955803c78892
მოგვიყევი შენს შესახებ და გვაჩვენე ენის ფლობის დონე — ეს დაგვეხმარება, პირდაპირ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ!
ხელფასი: 1700-2000 ლარი
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.