საცალო გაყიდვების კონსულტანტი
iSpace აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საცალო გაყიდვების კონსულტანტი
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!
iSpace – Apple-ის ერთადერთი Premium Partner მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და პოპულარულ ბრენდთან. დღეს iSpace საქართველოში წარმოდგენილია 7 საცალო მაღაზიათა ქსელის ფილიალით და აგრძელებს განვითარებას.
რას გთავაზობთ? - დასაქმებას საერთაშორისო კომპანიაში - Apple-ის ოფიციალურ სასწავლო პლატფორმაზე სწავლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას - ჯანმრთელობის დაზღვევას - ჯანსაღ სამუშაო გარემოს - მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას - კონკურენტულ ანაზღაურებასა და მაღალ საბონუსე სისტემას - ფიქსირებული ანაზღაურება: 950 ლარიდან - ბონუსის მიღება შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის (6 თვე) განმავლობაშიც, ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად - საშუალო თვიური ბონუსი: 1,800–2,000 ლარი (შედეგების მიხედვით) - კარიერული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას
შენი ძირითადი პასუხისმგებლობები: - მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა - Apple-ის პროდუქციისა და სერვისების პროფესიონალური კონსულტაცია - პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების შესაბამისად - გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და დასახული მიზნების შესრულება
ვის ვეძებთ? - გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გაყიდვები - ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე - გაქვს ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები - ხარ მოტივირებული, სწრაფად სწავლობ და გსურს პროფესიული განვითარება
სამუშაო პირობები - სრული განაკვეთი - კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი) - კვირაში 2 დასვენების დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
თუ გინდა, იმუშაო Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან, განვითარდე საერთაშორისო გარემოში და მიიღო მაღალი შემოსავლის შესაძლებლობა, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე - https://hel-ai.com/apply/bUQVeqn
შენი კარიერა იწყება iSpace-ში!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.