8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

XX9HK8C6 25 Ağu tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

IPS

IPS

საწყობის ოპერატორი

IPS Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

IPS ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან ქმნის ახალ სტანდარტს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. ჩვენ ინტერიერისა და საფასადო მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე წამყვანი ევროპული ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი ვართ საქართველოში. IPS-ში გვჯერა, რომ ნებისმიერი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მხოლოდ მასალაა, მის საბოლოო ღირებულებას პროცესების სიღრმისეული ცოდნა და ოსტატობა განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ჩვენს ყოველ პროექტს ვიწყებთ და ვასრულებთ ცოდნით. კომპანიის მთავარი სიძლიერე კი გუნდია, რომელშიც თითოეული წევრის პროფესიულ ზრდასა და ექსპერტად ჩამოყალიბებაში მუდმივ ინვესტიციას ვდებთ.

IPS-ში ვეძებთ გუნდის წევრს საწყობის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

რა იქნება შენი მთავარი მისია?

  • საწყობში შემოსული ტვირთის დოკუმენტური შემოწმება, დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა და პროდუქციის სწორი განაწილება;
  • ერთგვაროვანი პროდუქციის ერთ სივრცეში განთავსება საწყობის ფართის ეფექტურად ათვისებისა და შეკვეთების სწრაფი მოძიების მიზნით;
  • ნაშთების მუდმივი აღრიცხვა, პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და რეალური ნაშთების პროგრამულ მონაცემებთან თანხვედრა;
  • პროდუქციის კოდების, დასახელებების განახლება და კონტროლი;
  • კომპანიის შინაგანაწესის, ქცევის ზოგადი წესებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

რას ველოდებით თქვენგან?

  • მინიმუმ სრული საშუალო განათლება (პროფესიული ან უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საწყობში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სასაწყობე დასატვირთი მანქანის მართვის გამოცდილება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ქიზიყის ქ. 26, ორხევის დასახლება
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლ.
  • ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა

თუ მზად ხართ, გახდეთ IPS-ის გუნდის წევრი, შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://forms.gle/dHkGNexfc1gsUXE4A

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
IPS
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek