8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

XZZKS0KK 21 Eyl tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

ტემპო ჰოლდინგი

ტემპო ჰოლდინგი

ადმინისტრაციული ასისტენტი

Batum Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 20 Eki tarihine kadar başvurun

Tempo Holding – სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

ვაკანსია: ადმინისტრაციული ასისტენტი - ბათუმი კომპანია: Tempo Holding ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები: - ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; - გუნდის შიდა კომუნიკაციის მართვა და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია; - სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება; - ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, სტუმრების დახვედრა და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება; - ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა მიღება/გაგზავნა; - დიასახლისების და მძღოლების გუნდის მართვა; - ორგანიზაციის დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა; - ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ადმინისტრაციული ასისტენტის ან ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - საოფისე პროგრამების ცოდნა - დისციპლინა, კომუნიკაცია და პასუხისმგებლობა - რუსული და ინგლისური ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე

განაცხადის წარდგენა: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება –ადმინისტრაციული ასისტენტი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.

„ტემპო ჰოლდინგი“ გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ტემპო ჰოლდინგი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek