İş ortağı

Gürcistan genelinde ücretsiz ilanlar.

classified.ge'yi aç
← Tüm iş ilanları

Y2D68Y8K 4 Kas tarihinde yayınlandı 0 görüntüleme

ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელი

TNET Dış ilan
Görüşülür 5 Ara tarihine kadar başvurun
Orijinal ilana devam edin ↗

"TNET" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 ვებგვერდი: http://www.tnet.ge/

TNET -ში ვეძებთ გამოცდილ ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიისა და მისი ციფრული პლატფორმების უსაფრთხოების განვითარებაზე, კიბერრისკების მართვასა და უსაფრთხოების კონტროლების ეფექტიანობაზე. როლი აერთიანებს სტრატეგიულ ხედვას, ტექნიკურ კომპეტენციასა და გუნდებთან პრაქტიკულ მუშაობას.

შენი როლი თინეთში

  • ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიის, წლიური სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის მომზადება; პრიორიტეტების განსაზღვრა ბიზნესრისკების მიხედვით;
  • უსაფრთხოების პოლიტიკების, სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი;
  • ინფრასტრუქტურის, აპლიკაციების, ღრუბლოვანი გარემოსა და მონაცემების უსაფრთხოების რისკების შეფასება და შემცირების ღონისძიებების კოორდინაცია;
  • მოწყვლადობების მართვის პროცესის განვითარება: სკანირება, შეღწევადობის ტესტირება, გამოსწორების პრიორიტეტიზაცია და შედეგების გადამოწმება;
  • უსაფრთხოების მონიტორინგის, SOC-თან თანამშრომლობისა და ინციდენტებზე რეაგირების პროცესების მართვა; გამომწვევი მიზეზების ანალიზი და განმეორების პრევენცია;
  • წვდომებისა და პრივილეგირებული ანგარიშების მართვის, მონაცემთა კლასიფიკაციისა და გაჟონვის პრევენციის კონტროლების განვითარება;
  • EDR, DLP, PAM, SIEM და სხვა უსაფრთხოების სისტემების შერჩევის, დანერგვისა და ეფექტიანობის შეფასების კოორდინაცია;
  • დეველოპმენტის, DevOps-ისა და IT Operations-ის გუნდებთან თანამშრომლობა უსაფრთხო არქიტექტურისა და განვითარების პროცესების გასაუმჯობესებლად;
  • Business Continuity და Disaster Recovery გეგმების უსაფრთხოების მოთხოვნების შეფასებაში, Business Impact Analysis (BIA)-ის ჩატარებაში, RTO/RPO მაჩვენებლების განსაზღვრაში, გეგმების ტესტირებასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
  • მომწოდებლებისა და პარტნიორების უსაფრთხოების შეფასება; აუდიტებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია;
  • თანამშრომელთა უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზება;
  • უსაფრთხოების მაჩვენებლების, მნიშვნელოვანი რისკებისა და სამოქმედო გეგმების სტატუსის რეგულარული წარდგენა მენეჯმენტთან.
  • ციფრული პროდუქტებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ორიენტირებული კონტროლების განვითარება, მათ შორის ანგარიშების დაცვის, ავთენტიკაციის, API უსაფრთხოებისა და ავტომატიზებული შეტევების პრევენციის მიმართულებით
  • უსაფრთხოების შემოწმებებისა და კონტროლების ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა და ტექნიკურ გუნდებთან ერთად პრაქტიკული გადაწყვეტილებების დანერგვა

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ გაქვს

  • ინფორმაციული ან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის გუნდის, ფუნქციის ან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პროექტების ხელმძღვანელობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ინიციატივის დამოუკიდებლად წარმართვის, პრობლემების პრაქტიკულად გადაჭრისა და შეზღუდული რესურსების პირობებში რისკებზე დაფუძნებული პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ვებპლატფორმების, ქსელების, Linux/Windows სისტემებისა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების პრაქტიკული ცოდნა;
  • უსაფრთხოების რისკების შეფასების, მოწყვლადობების მართვისა და ინციდენტებზე რეაგირების გამოცდილება;
  • უსაფრთხოების ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება: EDR, SIEM, IAM/MFA, WAF; DLP და PAM სისტემების ცოდნა;
  • აპლიკაციების უსაფრთხოების, OWASP-ის პრინციპებისა და უსაფრთხო განვითარების ციკლის — Secure SDLC — ცოდნა;
  • ISO/IEC 27001-ისა და NIST-ის ჩარჩოების ცოდნა და მათი პრაქტიკულ პროცესებში გამოყენების უნარი;
  • ტექნიკური და ბიზნესგუნდების კოორდინაციის, პროექტების მართვისა და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის სამუშაოს დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობების განაწილების, თანამშრომლების მხარდაჭერისა და განვითარების გამოცდილება.
  • რთული ტექნიკური საკითხების მენეჯმენტისთვის გასაგებად ახსნისა და რისკებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შეთავაზების უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება

  • გამოცდილება მაღალი დატვირთვის ციფრულ პლატფორმებში, ელექტრონულ კომერციაში, ტექნოლოგიურ ან ფინანსურ სექტორში;
  • AWS-ის, Kubernetes-ის, კონტეინერებისა და CI/CD პროცესების უსაფრთხოების გამოცდილება;
  • DLP/PAM-ის დანერგვის, SOC-ის განვითარების ან ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის — ISMS — შექმნის გამოცდილება;
  • CISSP, CISM, CCSP, ISO 27001 Lead Implementer/Lead Auditor ან სხვა შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატი.
  • PCI DSS, COBIT და GDPR მოთხოვნებისა და შესაბამისი კონტროლების ცოდნა.
  • Cloud Security-ის, DevSecOps-ის, API Security-ისა და Security Automation-ის პრაქტიკული გამოცდილება
  • AI/LLM-ზე დაფუძნებული სისტემების უსაფრთხოების ძირითადი რისკებისა და დაცვის პრინციპების ცოდნა, მათ შორის Prompt Injection-ის, მონაცემთა გაჟონვისა და AI აგენტების წვდომების უსაფრთხოების მიმართულებით.
  • AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება ან ინტერესი კიბერუსაფრთხოების პროცესების ავტომატიზაციის, საფრთხეების ანალიზისა და უსაფრთხოების შემოწმებების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

  • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
  • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
  • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
  • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შე
Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz