8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

Y34V9MPX 2 Eyl tarihinde yayınlandı 45 görüntüleme

ავერსი ფარმა

ავერსი ფარმა

მერჩენდაიზერი

Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

შპს „ავერსი–ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში

სამუშაო პირობები: - სრული სამუშაო განაკვეთი. - ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი. - ავტომობილის ამორტიზაციისა და საწვავის ხარჯების ანაზღაურება.

ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის პროდუქციის განთავსების სტანდარტების უზრუნველყოფა აფთიაქებში. - პროდუქციის სწორად განთავსებისა და სავაჭრო სივრცის ეფექტურად გამოყენების კონტროლი. - დამატებითი განთავსების შესაძლებლობების მოძიება. - წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით აფთიაქებში ვიზიტების განხორციელება. - პროდუქციის ვადებისა და განთავსების სტანდარტების მონიტორინგი. - სავაჭრო ობიექტებში არსებული მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება. - ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები: - მერჩენდაიზერად ან სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება. - მართვის მოწმობა (B კატეგორია). - საკუთარი ავტომობილი. - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Outlook). - სასურველია უმაღლესი განათლება. - სასურველია ინგლისური ენის ცოდნა(B1 დონე).

სასურველი უნარები: - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი. - ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. - ოპერატიულობა. - დეტალებზე ორიენტირებულობა. - შედეგზე ორიენტაცია.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1532); +995577399829 განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.09.2026 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/cvGixe0eyL

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ავერსი ფარმა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek