8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

Y9CV3C8N 4 Eyl tarihinde yayınlandı 47 görüntüleme

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Orijinal ilana devam edin ↗
₾1000 / ay 3 Eki tarihine kadar başvurun

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: სრული დარიცხული (Gross) საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების შესაბამისად

ძირითადი სამუშაო მოვალეობებია: - სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებსა და მცირე (Micro & SME) ორგანიზაციებთან; - კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტივობების ასახვა CRM სისტემაში; - კლიენტების მოძიება/მოზიდვა საკუთარი ინიციატივითა და არხებით; - გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;

ჩვენი მოთხოვნებია: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი; - სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; - ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით; - სასურველია უცხო ენის ცოდნა; - სასურველია Microsoft Office-ის ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ: - დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს; - ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას; - სწრაფ პროფესიულ ზრდას; - საინტერესო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს; - პირად სამუშაო ინვენტარს; - კორპორაციულ ტელეფონის ნომერს; - სამგზავრო ბარათს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია და გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/LLFjh75e

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek