8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

Y9R2GXZP 2 Eyl tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

Premium Leasing

Premium Leasing

პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერი

Premium Leasing Dış ilan
Batum Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 3 Eki tarihine kadar başvurun

"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრის (საველე ამოღება/ ავტომობილების დაბრუნება) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება დავალიანების დაფარვის ან/და რესტრუქტურიზაციის მიზნით;
  • საჭიროებისამებრ, ავტომობილების მოძიება, იდენტიფიკაცია და დაბრუნების პროცესის ორგანიზება;
  • ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ადგილზე ვიზიტების განხორციელება;
  • ავტომობილის წამოყვანა/გადაყვანა კომპანიის მიერ განსაზღვრულ ლოკაციაზე;
  • ვიზიტების და ქეისების დეტალური ასახვა CRM სისტემაში;
  • შიდა პროცედურებისა და სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა;
  • დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
  • სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • პრობლემური აქტივების მართვის, ამოღების (collection), აღმასრულებლად ან/და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
  • Microsoft Office (Excel, Word)- სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილი;
  • მოქმედი მართვის მოწმობა;
  • ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს,
  • მოტივირებულ და პასუხისმგებლიანს;
  • კომუნიკაბელურს; მოლაპარაკებების ძლიერი უნარებით;
  • დახვეწილი საუბრის მანერით და დარწმუნების უნარით;
  • შედეგზე ორიენტირებულს;

ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი ადგილმდებარეობა: ბათუმი/ქუთაისი

დამატებით გთავაზობთ:

  • საწვავის ხარჯების სრულ დაფინანსებას;
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობისთვის საჭირო ბიუჯეტს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • დინამიკურ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებს და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე.

ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერი, ბათუმი/ქუთაისი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Premium Leasing
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek