უძრავი ქონების აგენტი
ვეძებთ უძრავი ქონების აგენტს
გვინდა ჩვენს გუნდს შემოუერთდეს მონდომებული ადამიანი, რომელსაც აქვს სწავლის სურვილი, პროფესიული ზრდის ამბიცია და საქმის წარმატებით დასრულებისკენ სწრაფვა.
გამოცდილება აუცილებელი არ არის — ჩვენთვის მთავარია შენი მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და მზადყოფნა, ისწავლო და მიღებული ცოდნა საქმეში გამოიყენო.
შენი საქმიანობა მოიცავს კლიენტებთან ურთიერთობას, მათთვის შესაფერისი უძრავი ქონების შერჩევასა და ჩვენებას, მოლაპარაკებებსა და გარიგების წარმატებით დასრულებაზე მუშაობას, გამოცდილი ხელმძღვანელის მეთვალყურეობითა და ხელშეწყობით.
ჩვენთან დაგხვდება:
- სრული ან ნახევარი განაკვეთი;
- გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ — ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი;
- მოსალოდნელი თვიური შემოსავალი: 3500-10 000+ ლარი, მიღწეული შედეგების მიხედვით;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
თუ ადამიანებთან ურთიერთობა გიყვარს, ინიციატივას იჩენ და სირთულეების დროს გამოსავალს ეძებ, გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე ან მოკლედ მოგვწერე შენ შესახებ.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.