← Tüm iş ilanları

YDFJ077V 16 Kas tarihinde yayınlandı 0 görüntüleme

აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

One Point Dış ilan
Batum Tam zamanlı Diğer
Görüşülür Oturum açın ve başvurun

16 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 16 Ara tarihine kadar başvurun

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ინდუსტრია: ფინანსურ-ტექნოლოგიური სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00 სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ

ქართულ ბაზარზე მოქმედი ფინანსურ-ტექნოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებლებს სწრაფ, მარტივ და სანდო საგადახდო მომსახურებას სთავაზობს. კომპანია ორიენტირებულია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და მომსახურების მუდმივ განვითარებაზე, ფლობს ქვეყნის მასშტაბით ფართო მომსახურების ქსელს და მომხმარებლებს მრავალფეროვან ფინანსურ და ციფრულ სერვისებს სთავაზობს.

პოზიციის შესახებ

რეგიონალური წარმომადგენლობის ეფექტიანი მართვა კომპანიის კომერციული სტრატეგიისა და საოპერაციო მიზნების შესაბამისად, გაყიდვების ზრდის, ოპერაციული პროცესების გამართული ფუნქციონირების, ორგანიზაციული განვითარების, უსაფრთხოებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა.

ძირითადი ამოცანები

  • წარმომადგენლობის ბიუჯეტის, შემოსავლებისა და ხარჯების მართვა
  • ახალი პარტნიორების მოძიება და მოზიდვა
  • ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს ანალიზი
  • რეგიონული ოფისის ადმინისტრირების ორგანიზება (სივრცე, ინფრასტრუქტურა, საოფისე რესურსები)
  • თანამშრომელთა კოორდინაცია, გრაფიკების უზრუნველყოფა და მონიტორინგი, შესრულების კომპანიის სტანდარტებთან და შიდა პოლიტიკებთან შესაბამისობის მონიტორინგი
  • წარმომადგენლობის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობისა და სტაბილურობის მონიტორინგი და უზრუნველყოფა
  • PayBox ტერმინალების ქსელის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
  • ყოველდღიურად მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და საგანგებო სიტუაციების იდენტიფიცირება, რეაგირება და სათაო ოფისთან კომუნიკაცია
  • ნაღდი ფულადი სახსრების ბრუნვის პროცესების მონიტორინგი
  • სათაო ოფისთან რეგულარული კომუნიკაცია და ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები

  • სასურველია ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან მომიჯნავე სფეროში პროფესიული განათლება
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მოქნილობა, ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი
  • ორგანიზებულობა, პრიორიტეტიზაციისა და დროის მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე ელფოსტაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz