8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

YF9K0M9X 17 Eyl tarihinde yayınlandı 33 görüntüleme

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

რეანიმაციის ექთანი

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 18 Eki tarihine kadar başvurun

შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეანიმაციის ექთნის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი სამუშაო გრაფიკი

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის გამოცდილებას;
  • მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტის ვიტალური ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი, მონაცემების შეგროვება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • ექიმის დანიშნულების დროული, სწორი შესრულება და საექთნო მოვლის გეგმის განხორციელება;
  • შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და მედიკამენტების/ერთჯერადი საგნების ხარჯთაღრიცხვა (მათ შორის სპეცკონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა);
  • სამედიცინო აპარატურის გამართულობის, უსაფრთხო გამოყენებისა და ჰიგიენური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი;
  • ასეპტიკა-ანტისეპტიკის პროტოკოლების, დეზინფექცია-სტერილიზაციის წესებისა და შინაგანაწესის (დრესკოდის ნორმების) მკაცრი დაცვა;
  • ეფექტური კომუნიკაცია სამედიცინო პერსონალთან, პაციენტთან და მის ოჯახის წევრებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • აუცილებელია რეანიმაციულ/კრიტიკულ დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება;
  • სამედიცინო აპარატურასთან მუშაობისა და ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესების სრული ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა, დისციპლინა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე Subject-ველში მიუთითეთ: "რეანიმაციის ექთანი."

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek