8.965 ilan
← Tüm iş ilanları

YJAAD74D 1 Eki tarihinde yayınlandı 3 görüntüleme

წისქვილი ჯგუფი

წისქვილი ჯგუფი

ჰოსტესი

Tiflis Staj Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
₾1300 / ay 30 Eki tarihine kadar başvurun

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისსა და წყნეთში წარმოდგენილ, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არც თანამედროვე ტენდენციებს ჩამორჩება და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს ჩვენს ფილიალებში. კომპანიას, მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით, არსებობის დღიდან აქვს მიღებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდოები (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) და მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ დიდ გუნდში გვაქვს ჰოსტესის ვაკანტური პოზიცია.

სამუშაო ადგილი: აკაკი ბელიაშვილის 99 გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები ანაზღაურება: 1300 ლარი

მოვალეობები: - სტუმრების მიღება სივრცეში და დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება; - საჭიროებიდან გამომდინარე, სტუმრებისათვის სივრცეებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.

მოთხოვნები: - ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი; - აუცილებელია ინგლისური ენის სულ მცირე Upper Intermediate დონეზე ცოდნა. - სასურველია ჰოსტესის/ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
წისქვილი ჯგუფი
Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz