სასტუმროს დამლაგებელი/დიასახლისი
ორთაჭალაში მდებარე, ბუტიკის ტიპის სასტუმრო "Reed Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტში: სასტუმროს დამლაგებელი/დიასახლისი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქუჩა 15 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 5/2, 8 საათი, ანაზღაურება ხელზე ასაღები 1100 ლარი + ბონუსი დაზღვევა კვებით უზრუნველყოფა უნიფორმით უზრუნველყოფა
დამლაგებლის ძირითადი ფუნქციები:
- სასტუმროს ნომრების ან/და საზოგადოებრივი ადგილების დალაგება/დასუფთავება
- გეგმიური დავალებების შესრულება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
- ქიმიკატებთან მუშაობა
- ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა
- აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა
დამლაგებლის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში და ანალოგიურ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე.
ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სასტუმროს დიასახლისი
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.