8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

YN93ZEZW 21 Eyl tarihinde yayınlandı 21 görüntüleme

ოჯახური

ოჯახური

Merchandiser

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1300 / ay 22 Eki tarihine kadar başvurun

Orijinal ilandan otomatik olarak çevrilmiştir. Orijinali Gürcüce dilinde okuyun →

"ოჯახური" არის ქართული სუნელ სანელებლების მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წელს და წლებია წარმატებით ქმნის, ნატურალურ და ორგანულ პროდუქტს. ხარისხზე ორიენტირებული მიდგომითა და ტრადიციებისადმი ერთგულებით, ბრენდმა მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. "ოჯახური" აერთიანებს ავთენტურ ქართულ გემოს, თანამედროვე სტანდარტებსა და პასუხისმგებლობიან წარმოებას.

"ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე. პოზიციის მიზანია კომპანიის პროდუქციის ეფექტური წარმოდგენის, ბრენდის სტანდარტების დაცვისა და პროდუქციის ხილვადობის უზრუნველყოფა სავაჭრო ობიექტებში.

ძირითადი მოვალეობები:

სავაჭრო ობიექტებში პერიოდული ვიზიტი მარშრუტის მიხედვით (გრაფიკის დაცვით); პროდუქციის სწორად განლაგება სავაჭრო სივრცეში; სტენდებზე და პრომო ზონებში- ბრენდის სტანდარტების შესაბამისად; სავაჭრო ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი და განახლება საჭიროების მიხედვით; პროდუქციის ხილვადობის უზრუნველყოფა თაროებზე, სტენდებზე და პრომო ზონებში; ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქტის ამოღება და შესაბამისი ანგარიშგება; ყოველდღიურად, ფოტო ანგარიშგების წარმოება განლაგებულ პროდუქციასა და აქტივობებზე;

სავალდებულო მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება მსგავს ან იდენტურ პოზიციაზე; კომუნიკაციის უნარები და დეტალებზე ორიენტირება; შრომისმოყვარეობა, ინიციატივის უნარი და მობილიზებულობა; საკუთარი ავტომანქანის ფლობა (აუცილებელია);

პიროვნული თვისებები:

კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; შრომისმოყვარეობა და სანდოობა.

პირობები და ბენეფიტები:

ფიქსირებული ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე) ავტომობილის ცვეთის კომპენსაცია: 200 ლარი საწვავი - ყოველკვირეულად, გაწერილი მარშრუტის მიხედვით; ულიმიტო სასაუბრო პაკეტი; პროფესიული განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; დასვენების დღეები: შაბათი და კვირა; ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმედ მელაშვილის 1 ჩიხი ქ. №6.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ თანამშრომლობის მიზნებისთვის. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით. ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს.

თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი 2026 წელი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ოჯახური
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek