8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

YQVNXY1C 31 Ağu tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

სასტუმრო ქარვასლა

სასტუმრო ქარვასლა

HR მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

ჩვენი გუნდი ეძებს გამოცდილ, ორგანიზებულ და ადამიანებზე ორიენტირებულ HR მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ადამიანური რესურსების მიმართულების ეფექტიან მართვაზე და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაზე.

საქმიანობა მოიცავს 2 ბიზნეს მიმართულებას: ჰოსფითალითი (ბუტიკური ტიპის სასტუმროები) და ენერგეტიკის სფეროს.

ძირითადი მოვალეობები:

  • პერსონალის შერჩევისა და რეკრუტირების პროცესის სრულად მართვა;
  • ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების მოძიება და გასაუბრებების ორგანიზება;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და ონბორდინგის პროცესის მართვა;
  • თანამშრომლების დოკუმენტაციის, ტაბელისა და პირადი საქმეების წარმოება;
  • ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
  • თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების პროცესებში მონაწილეობა;
  • შრომითი დისციპლინისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის მონიტორინგი;
  • თანამშრომლების მოტივაციისა და კორპორაციული კულტურის განვითარებაზე ზრუნვა;
  • მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობა პერსონალთან დაკავშირებული საკითხების ეფექტურად გადასაჭრელად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • HR სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
  • სასტუმრო/ჰოსპიტალიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელფოსტაზე, ხოლო სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "HR მენეჯერი"

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სასტუმრო ქარვასლა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek