კონსულტანტი
კომპანია "ელისი" არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი თბილისში. აქ დაგხვდებათ ძალიან მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო. კომპანია დაარსდა 2009 წელს, აერთიანებს 60-ზე მეტ თანამშრომელს და გამოირჩევა ყოველწლიური მზარდი დინამიკით. ამჟამად მაღაზიას ესაჭიროება კონსულტანტები, როგორც გოგონები ასევე ბიჭები.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მუხიანი გობრონიძის ქN15ა; ასევე ქ.თბილისი ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის N39. ანაზღაურება: 1400 ლარიდან ზევით (კვალიფიკაციის მიხედვით)
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
- პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
- წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
მოთხოვნები:
- სწორი და გამართული მეტყველების უნარი;
- კომუნიკაბელური და მოტივირებული;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინარული.
თუ დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით აუცილებელია მობრძანდეთ გასაუბრებაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599580875.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.