8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

YSQKV8ZC 17 Eyl tarihinde yayınlandı 33 görüntüleme

სასტუმრო ტიფლისი პალასი

სასტუმრო ტიფლისი პალასი

საუზმის მიმტანი

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 15 Eki tarihine kadar başvurun

შპს. „გლორია“ მართავს ორ სასტუმროს - „ტიფლის პალასს“, რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს „ტიფლის ვერანდას“) და „Grand Gloria“-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს. კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით. შპს „გლორია“ რესტორან „ტიფლის ვერანდასთვის“ აცხადებს ვაკანსიას „საუზმის მიმტანი“-ს პოზიციაზე.

მდებარეობა : ქ.თბილისი გორგასლის 3 დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი 06:30-15:30 (კვირაში 5 დღე) ენები: ინგლისური ან/და რუსული

ჩვენ გთავაზობთ: - მეგობრულ სამუშაო გარემოს, - კარიერული განვითარების შესაძლებლობას, - კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას, - კვებით უზრუნველყოფას,

ვის ვეძებთ ჩვენ: - ჩვენ ვიზრდებით და ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: - იცის რუსული ან/და ინგლისურის ენა; - არის პუნქტუალური, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული.

მოვალეობები: - საუზმის სივრცის მომზადება სტუმრების მისაღებად (მაგიდების გაწყობა, ინვენტარის მომზადება); - სტუმრების კეთილგანწყობით მიღება და მომსახურება; - საუზმის მენიუს მიხედვით კერძებისა და სასმელების შეთავაზება/მიწოდება; - სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა სამუშაო სივრცეში; - გამოყენებული ჭურჭლის დროული შეგროვება და დალაგება; - სტუმრების მოთხოვნებსა და შეკითხვებზე ოპერატიული რეაგირება; - პროდუქციის რაოდენობის კონტროლი და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება საჭიროების შემთხვევაში;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 16 ოქტომბერი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: t.katukia@tiflispalace.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,, საუზმის მიმტანი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შ.პ.ს. ,, გლორია“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე(CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - “კანონის”) მიზნებისთვის. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენსშპს “გლორია“-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: reservation@tiflispalace.ge)(შემდგომში - „კომპანია“) საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა “კომპანიის” ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სასტუმრო ტიფლისი პალასი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek