კვლევის ანალიტიკოსი/მოდერატორი
"ეისითი გლობალი" არის კვლევისა და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ლიდერებს, ორგანიზაციებსა და მთავრობებს მნიშვნელოვანი ცვლილებების ძალას აძლევს. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა.
3 კონტინენტზე, 30 -ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
"ეისითი გლობალი" ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კვლევის ანალიტიკოსს/მოდერატორს.
პოზიცია გულისხმობს კვლევითი პროექტების მართვას და მათ შედეგებზე დაფუძნებული ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას.
ძირითადი ამოცანები:
- თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების სრული ციკლის მართვა;
- კლიენტთან კომუნიკაცია პროექტის ყველა ეტაპზე;
- კვლევის ინსტრუმენტების (კითხვარი, გაიდი) შემუშავება კვლევის მიზნებიდან გამომდინარე;
- მონაცემების სტატისტიკური დამუშავების სტრატეგიის და ინსტრუქციების შემუშავება და კომუნიცირება გუნდის წევრებთან;
- ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარება ან/და ფოკუს ჯგუფების მოდერაცია;
- თვისებრივი კვლევის დიზაინის შემუშავება, მათ შორის რესპონდენტთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა;
- ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების გაიდების შემუშავება;
- თვისებრივი მონაცემების ანალიზი (კოდირება, თემატური ანალიზი) და ინსაითების ფორმულირება;
- კვლევის მონაცემების ანალიზი, ანალიტიკური და გრაფიკული ანგარიშის მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება;
- კვლევის შედეგების პრეზენტაცია დამკვეთთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მიმართულებით;
- კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნა;
- თვისებრივი კვლევის მეთოდების (ჩაღრმავებული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი, დაკვირვება) ცოდნა;
- თვისებრივი კვლევის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
- სტატისტიკური ანალიზის კონცეფციების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2);
- რუსული ენის ცოდნა (B1);
- პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კვლევების ან ანალიტიკის მიმართულებით;
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ფოკუს ჯგუფების მოდერაციის გამოცდილება და თვისებრივი კვლევის შედეგებზე დაფუძნებული ანგარიშების მომზადების გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი;
- მონაცემთა ანალიზის უნარი;
- ანალიტიკური ანგარიშების მომზადების უნარი;
- მოდერაციის/ჯგუფური დინამიკის მართვის ალღო;
- ცნობისმოყვარეობა, ადამიანების ქცევის მოტივების მიმართ ინტერესი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის #4, I შესახვევი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (3 დღე ოფისიდან, 2 დღე ონლაინ მუშაობის შესაძლებლობა)
- ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, Fit Pass, ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი გლობალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
შპს "ეისითი გლობალი" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში.
"ეისითი გლობალი" გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.