8,895 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

YYSMGJTQ 22 Eyl tarihinde yayınlandı 21 görüntüleme

ინგლისური ენის ცენტრი ELC

ინგლისური ენის ცენტრი ELC

გერმანული ენის მასწავლებელი

Tiflis Staj Eğitim
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

საგანმანათლებლო ცენტრი "ELC", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს, მომხმარებელს ინგლისური და სხვა უცხო ენების შესწავლას, პროფესიულ კურსებსა და ტრენინგებს სთავაზობს. სასწავლო პროგრამები განკუთვნილია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

"ELC" აცხადებს ვაკანსიას: გერმანული ენის სპეციალისტი (მასწავლებელი)

მოვალეობების აღწერა:

  • გერმანული ენის და ლიტერატურის სწავლება ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის;
  • სასწავლო აკადემიური წლის დაგეგმვა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარება;
  • პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა სტუდენტებისთვის;
  • სასწავლო პროგრამის სწორად შერჩევის უნარი;
  • ჯგუფური და ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება;
  • სტუდენტების მონიტორინგი და ურთიერთობა მშობლებთან;
  • მონაწილეობის მიღება სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში;
  • პერიოდული პრეზენტაციების ჩატარება.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

  • ბავშვებთან სწავლების და ურთიერთობის მაღალი გამოცდილება;
  • უმაღლესი ფილოლოგიური განათლება გერმანული ენის და ლიტერატურის დარგში;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • დახვეწილი მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • კომუნიკაბელური, პოზიტიური, კრეატიული და აქტიური;
  • საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევების ცოდნა (PowerPoint, Internet, MS Word, Excel);
  • უპირატესობად ჩაითვლება ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) — 1 თვე;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მორგებულ გრაფიკს: სრულ ან ნახევარ განაკვეთზე;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, თინა იოსებიძის #53

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

მადლობა და გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ინგლისური ენის ცენტრი ELC
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek