8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

Z42GE92C 7 Eyl tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

ახალი ხედვა

ახალი ხედვა

კონსულტანტი

Tiflis Staj Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 8 Eki tarihine kadar başvurun

"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი. 8 საათიანი გრაფიკი. 5/2 ანაზღაურება: 800ლ + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის ცოდნა, პაციენტისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
  • მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილის დაცვა;
  • ნაშთისა და პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი, შეკვეთების დროული გაკეთება;
  • სალაროს ოპერაციები წარმოება;
  • პროდუქციის მიღება, მითვლა, დასაწყობება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებადი სტაჟირება და სწავლება;
  • დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა;
  • კარიერული განვითარება - პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; FITPASS.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მომსახურების სფეროში გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; FINA ჩაითვლება უპირატესობად;
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

  • ენერგიული
  • აქტიური
  • პოზიტიური
  • პუნქტუალური
  • შრომისმოყვარე
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კონსულტანტი)

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით. ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ახალი ხედვა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek