8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

Z9G520MP 16 Eyl tarihinde yayınlandı 28 görüntüleme

თაბუკა

თაბუკა

მოძრავი მერჩენდაიზერი

თაბუკა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის, ჩაის და სნექების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა და შვებულება: ქალაქი თბილისი, მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შვებულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ობიექტებზე პროდუქციის განლაგება კომპანიის სტანდარტების მიხედვით
  • პროდუქციის ვადების, ფასმაჩვენებლის, ნაშთის და თაროზე წილის კონტროლი
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სარეკლამო მასალების და პრომო ფასების განთავსება
  • მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება
  • რეგულარული ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ
  • პროდუქციის ინვენტარიზაცია (საწყობი/თარო)

ძირითადი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი სატრანსპორტო საშუალების ქონა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
  • მოლაპარაკების და საკითხების გადაჭრის უნარი
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
  • თბილისის უბნების კარგად ცოდნა
  • პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა
  • ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი

გთავაზობთ:

  • შესაბამის ანაზღაურებას გამოცდილებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე
  • ტრანსპორტის თანხით უზრუნველყოფას
  • ხელფასის ზრდის პერსპექტივას
  • მეგობრულ გარემოს
  • სამედიცინო დაზღვევას
  • სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
  • კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
  • სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-დან 18:00 საათამდე)

კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის ძირითადად მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში subject მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მერჩენი" გისურვებთ წარმატებას!

შპს "თაბუკა" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
თაბუკა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek